როგორც ბევრმა, მეც ავაწყვე ჩემი საკუთარი „Netflix“
ვარ დეველოპერი და homelab-ის ენთუზიასტი. ბოლო დროს აქტიურად ვსწავლობ Linux-ს და სერვერულ ინფრასტრუქტურას. სწორედ ამ პროცესში გადავწყვიტე ჩემი საკუთარი მედია სისტემის აწყობა.
იდეა მარტივი იყო — სხვადასხვა streaming სერვისის ნაცვლად მქონოდა ერთი საკუთარი პლატფორმა, სადაც მედია ფაილები ჩემს სერვერზე ინახებოდა და სრულად მე ვაკონტროლებდი. ქვემოთ ვაჩვენებ, როგორ ავაწყვე ეს სისტემა Ubuntu Server-იდან Cloudflare Tunnel-მდე.
პროექტის ისტორია
რატომ ავაწყვე საკუთარი streaming სისტემა
ერთ დროს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ streaming სერვისზე მქონდა გამოწერა. ფასები იზრდებოდა, კონტენტი სხვადასხვა პლატფორმაზე იყო გაყოფილი და რეალურად მაინც ვერ ვაკონტროლებდი, სად ინახებოდა ჩემი მედია.
ამიტომ გადავწყვიტე საკუთარი სერვერის აწყობა. იდეა იყო მარტივი — ყველაფერი ერთ ადგილას ყოფილიყო და სრული კონტროლი მქონოდა როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე მონაცემებზე.
ამ პროცესში ბევრად უფრო ღრმად შევისწავლე Linux, სერვერული აპლიკაციები, უსაფრთხოება და ავტომატიზაცია. საბოლოოდ კი მივიღე პირადი streaming პლატფორმა, რომელიც ყოველთვის ჩართულია ჩემს homelab-ში.
არქიტექტურა
როგორ მუშაობს სისტემა
Ubuntu Server
მთავარი ოპერაციული სისტემა. მსუბუქი, სტაბილური და იდეალური სერვერული გარემოსთვის. ყველაფერი იმართება ტერმინალიდან.
Deluge
მართავს ჩამოტვირთვებს. მუშაობს background რეჟიმში და plugin-ების დახმარებით ავტომატურად ალაგებს ფაილებს.
Jellyfin
მედია სერვერი, რომელიც ფაილებს ლამაზ ბიბლიოთეკად აწყობს — პოსტერებით, აღწერებით და პროფილებით სხვადასხვა მომხმარებლისთვის.
Cloudflare Tunnel
უსაფრთხო წვდომა გარედან. სისტემა ხელმისაწვდომია ინტერნეტიდან, მაგრამ სერვერის რეალური IP პირდაპირ არ ჩანს.
ვიდეო ტური
როგორ მუშაობს სტრიმინგის სისტემა რეალურად? — მოკლე ვიდეო მიმოხილვა
ამ ვიდეოში ნახავთ სტრიმინგ სისტემის ძირითად მახასიათებლებს:
რას ვისწავლე ამ პროექტიდან
- Linux სერვერის მართვა ტერმინალიდან — სერვისები, ლოგები და განახლებები.
- სწორად დაგეგმილი ფაილური სტრუქტურა, რომ მომავალში მარტივად დაემატოს ახალი დისკები.
- სერვერული აპლიკაციების უსაფრთხოდ გაშვება TLS და reverse proxy-ის გამოყენებით.
- Cloudflare Tunnel როგორც უსაფრთხო შუამავალი პირად სერვერზე წვდომისთვის.
- და ყველაზე მთავარი — საკუთარი ინფრასტრუქტურის აწყობა გაძლევს ცოდნას, რომელიც მომავალ პროექტებშიც ძალიან გამოსადეგია.
შემდეგი ნაბიჯები
მომავალში ვგეგმავ სისტემის კიდევ უფრო ავტომატიზაციას — მონიტორინგს, ავტომატურ backup-ს და სერვისების კონტროლს.
მიზანია, რომ სისტემა იყოს არა მხოლოდ მოსახერხებელი, არამედ მაქსიმალურად სტაბილური და უსაფრთხოც.
დავგეგმოთ მსგავსი პროექტი