წესები და პირობები
ბოლო ცვლილება: 2026 წლის 4 მარტი
ეს დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო შეთავაზებას (ოფერტას) და არეგულირებს ურთიერთობას ინდ. მეწარმე თორნიკე წიკლაურს (შემდეგში „შემსრულებელი“ ან „ადმინისტრატორი“) და მომხმარებელს (შემდეგში „დამკვეთი“ ან „აბონენტი“) შორის. Tornike.net-ის ნებისმიერი სერვისის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პირობებს.
1. მფლობელობა და ანგარიშები
Tornike.net-ის მთავარი პრინციპია სრული გამჭვირვალობა და მფლობელობა.
ყველა სერვისი — დომენი, ჰოსტინგი და მესამე მხარის ანგარიშები (მაგალითად: Zoho, DigitalOcean, Cloudflare) — რეგისტრირდება და ეკუთვნის სრულად დამკვეთს.
შემსრულებელს აქვს მხოლოდ დროებითი ადმინისტრაციული წვდომა სამუშაოების შესასრულებლად.
2. ფასები და გადახდის ეტაპები
საიტი მუშაობს „პორტფოლიოს დაგროვების“ პრინციპით, ამიტომ მოქმედებს სპეციალური ფასები:
- Landing Page — 70₾-დან
- ბიზნეს საიტი — 150₾-დან
ასევე მოქმედებს შეთავაზება: პირველი 5 საიტი უფასოდ (განსაზღვრული პირობებით).
გადახდა იყოფა სამ ეტაპად:
- 30% (წინასწარი გადახდა) — სამუშაოს დაწყებამდე. ფარავს დომენის, ჰოსტინგისა და ადმინისტრაციულ ხარჯებს.
- 40% (დემო ვერსია) — საიტის პირველი სამუშაო ვერსიის წარდგენის შემდეგ.
- 30% (sაბოლოო გადახდა) — პროექტის სრულად დასრულებისა და ყველა წვდომის გადაცემის შემდეგ.
წინასწარი გადახდა (ავანსი) გაუქმების შემთხვევაში არ ბრუნდება.
3. ვადები და სამუშაო პროცესი
ვადების ათვლა იწყება მას შემდეგ, რაც დამკვეთი სრულად მოგვაწვდის ყველა საჭირო მასალას (ტექსტები, ფოტოები, ლოგო და სხვა).
შესაძლებელია ვადები განისაზღვროს მცირე რეზერვით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხი.
4. კონტენტი და პასუხისმგებლობა
დამკვეთი ვალდებულია სერვისი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. აკრძალულია:
- სპამის, ფიშინგის, ვირუსების, პორნოგრაფიის ან ძალადობის შემცველი მასალის განთავსება;
- ისეთი მასალის გამოყენება, რომელზეც დამკვეთს არ აქვს საავტორო უფლებები;
- Shared Hosting-ზე ჩატის, სტრიმინგის ან ფაილ-ჰოსტინგის სკრიპტების გამოყენება (ეს დასაშვებია მხოლოდ VDS/VPS სერვერზე).
5. სერვერული რესურსები და მხარდაჭერა
ტექნიკური ლიმიტები: სტანდარტულ ჰოსტინგზე პროცესორის დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს, ხოლო დღეში გაგზავნილი წერილების რაოდენობა — 500-ს.
Uptime: ადმინისტრატორი უფლებას იტოვებს ტექნიკური განახლების მიზნით სერვერი დროებით გამორთოს, არაუმეტეს 6 საათისა თვეში.
მხარდაჭერა: კომუნიკაცია ხდება ელფოსტაზე [email protected]. პასუხი გაიცემა საშუალოდ 1–2 საათში სამუშაო დღეებში.
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის სერვისების (მაგალითად: Zoho, DigitalOcean, OpenAI და სხვ.) მხრიდან წარმოქმნილ ტექნიკურ პრობლემებზე.
სარეზერვო ასლები (Backup): მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრატორი აკეთებს სარეზერვო ასლებს, დამკვეთი ვალდებულია პერიოდულად თავადაც შეინახოს თავისი მონაცემები.
7. სერვისის შეწყვეტა
საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში საიტი ითიშება.
ინვოისის გამოწერიდან 30 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ანგარიში და ფაილები სერვერებიდან ავტომატურად იშლება.
8. გაუთვალისწინებელი ტექნიკური შემთხვევები
შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი იმ შეფერხებებზე, რომლებიც გამოწვეულია მესამე მხარის სერვისების მხრიდან (მაგალითად: Zoho, DigitalOcean, OpenAI ან ჰოსტინგ-პროვაიდერი) წარმოქმნილი მოულოდნელი ტექნიკური ხარვეზებით.
თუ მსგავსი პრობლემა მომსახურების გაგრძელებას შეუძლებელს გახდის, შემსრულებელს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს თანხის დაბრუნების წესები, ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
იგივე წესი ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მომსახურების შეწყვეტა გამოწვეულია ჩვენი ტექნიკის ან ინფრასტრუქტურის მოულოდნელი გაუმართაობით.